რა არის ქიმიური პილინგი?
ქიმიური პილინგი კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომლის დროსაც კანის ღრმა თუ საშუალო ფენაზე სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებით (ძირითადად, ორგანული მჟავები) ზემოქმედებენ.
პროცედურის შედეგად ხდება კანის მკვდარი უჯრედების თანაბარი აქერცვლა - პილინგი ხელს უწყობს კანის რეგენერაციის პროცესს.
ქიმიური პილინგის შედეგია:
- მცირდება ნაოჭები და მიმიკური ხაზები;
- უფერულდება აკნეს ნაწიბურები;
- მოწოდებულია არათანაბარი კანის ფერის გასაუმჯობესებლად;
- სწორდება კანზე არსებული სხვადასხვა ტიპის დეფექტი.
როგორც წესი, პროცედურა ტარდება სახეზე, კისერსა და ხელებზე.
ქიმიური პილინგით მცირდება ან უმჯობესდება:
- პირისა და თვალების გარშემო გაჩენილი ხაზები, ასევე ნაოჭები (მზის გამო გაჩენილი თუ ასაკობრივი);
- ზოგიერთი ტიპის აკნე;
- მსუბუქი ნაწიბურები;
- მზის, ასაკობრივი თუ ღვიძლის ლაქები;
- ჭორფლები;
- მელაზმა;
- აქტინიკური კერატოზი და სხვა.
ქიმიური პილინგი არ არის რეკომენდებული შემდეგ კლინიკურ შემთხვევებში:
- ანამნეზში კანის პათოლოგიური ნაწიბურები;
- ნაწიბურებზე ბევრი ფერია;
- ანამნეზში კანის დაავადება;
- იღებთ მედიკამენტს, რომელმაც შესაძლოა მოგიმატოთ კანზე მგრძნობელობა (მედიკამენტის ერთგვარი გვერდითი ეფექტი);
- ქიმიური პილინგის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესში, ვერ მოერიდებით მზეს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/11010-chemical-peels