რა არის ვირუსული ინფექცია?
ვირუსული ინფექცია არის ნებისმიერი დაავადება, რომელსაც ვირუსი იწვევს. ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებებია: გაციება, გრიპი, კორონავირუსი, კუჭის გრიპი, მეჭეჭი, ჰერპესი.
ბევრი ვირუსული ინფექცია რამდენიმე დღეში იკურნება, თუმცა ზოგიერთი ქრონიკულია და ზოგიც სიცოცხლისთვის საშიში.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ვირუსული ინფექცია იწვევს რესპირატორული და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია დაინფიცირდეს სხეულის სხვა უბანიც.
ვირუსი და ბაქტერია ერთნაირი სიმპტომებით (ძირითად შემთხვევაში) ვლინდება, შესაბამისად, მხოლოდ ექიმს და შესაბამის ლაბორატორიულ ანალიზზე დაყრდნობით შეუძლია იდენტიფიცირება თუ რა ტიპის ინფექციასთან გაქვთ საქმე. თუ სიმპტომები არ ალაგდება რამდენიმე დღეში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ თითქმის ყველა ადამიანი ინფიცირდება ვირუსული ინფექციით, თუმცა ვირუსი გარკვეული ჯგუფისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა.
რისკ-ჯგუფია:
- 5 წლამდე ასაკის ბავშვები;
- 65 წელს გადაცილებულები;
- ანამნეზში ქრონიკული დაავადება;
- სუსტი იმუნიტეტი;
- ორსულები.
ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- გაციების მსგავსი ნიშნები (სიცხე, დაღლილობა, თავისა და სხეულის ტკივილი);
- ზედა რესპირატორული სიმპტომები (ცემინება, ხველება, ყელის ტკივილი);
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები (გულისრევა, ღებინება, დიარეა);
- კანის პრობლემები (გამონაყარი, მეჭეჭები, წყლულები, ბებერები).
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24473-viral-infection