გულმკერდის ტრავმა

გულმკერდის ტრავმა

გულმკერდის ტრავმა შესაძლოა იყოს გამჭოლი ან არაგამჭოლი.

თუ დაზიანებისას ბიძგი კანის მთლიანობას არღვევს (მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღით ან ცივი იარაღით მიყენებული ტრავმა) საქმე გვაქვს გამჭოლ ჭრილობასთან. არაგამჭოლ დაზიანებაზე მიგვითითებს თუ ბასრმა საგანმა კანში ღრმად შეაღწია, მაგრამ არ დაზიანდა კუნთი.

გულმკერდის არაგამჭოლი ტრავმა ხშირია ავტოავარიის ან წაქცევის დროს. გამჭოლ ჭრილობას ყველაზე ხშირად ცეცხლსასროლი იარაღი იწვევს.

გულმკერდის დაზიანება ნიშნავს ტრავმას, რომელსაც პაციენტი იღებს გულმკერდის არეში - ნებისმიერი უბანი კისერსა და მუცელს შორის.

ტრავმისას დაზიანება შესაძლოა მიადგეს ძვლებს, კანს, ცხიმს, კუნთებს, ნებისმიერ ორგანოს გულმკერდში (მაგალითად, გული ან ფილტვები).

გულმკერდის ტრავმის მაგალითებია:

  • ნეკნის მოტეხილობა;
  • პნევმოთორაქსი;
  • ღია პნევმოთორაქსი;
  • სისხლჩაქცევები ან ნაკაწრები გულმკერდზე;
  • გულის დაზიანება;
  • საყლაპავის დაზიანება და სხვა.

სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია გულმკერდის დაზიანების ტიპზე.

დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც მწვავდება სიცილის, ხველის, დაცემინების დროს;
  • ტკივილი სუნთქვის დროს;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ოფლიანობა;
  • სისხლის ამოხველება და სხვა.

 

წყარო:

https://www.healthdirect.gov.au/chest-injuries