უნაყოფობა - როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

უნაყოფობა - როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

უნაყოფობა სამედიცინო ტერმინია და განმარტავს მდგომარეობას, როდესაც დაუცველი ინტიმური კავშირის მიუხედავად სასურველი ორსულობა არ დგება, შესაბამისად, ძირითადი სიმპტომიც ესაა.

ამ დიაგნოზის არ შეგეშინდეთ, რადგან თანამედროვე მედიცინა მზადაა თქვენს დასახმარებლად - არაერთი ეფექტური სამკურნალო მეთოდია დანერგილი.

უნაყოფობის მთავარი სიმპტომი, როგორც უკვე მოგახსენეთ, არის ის რომ ორსულობა არ დგება; სავსებით მოსალოდნელია სხვა რამე ცხადი (სიმპტომი, რომელიც პაციენტმა შეიძლება იგრძნოს დიაგნოსტირებამდე) ნიშანი არ იყოს გამოხატული. ზოგიერთ ქალს ასევე აღენიშნება არარეგულარული ციკლი ან საერთოდ არ აქვს პერიოდი. ზოგიერთმა მამაკაცმა შესაძლოა ჰორმონული პრობლემები (უჩვეულო თმის ზრდა, დაქვეითებული სექსუალური ფუნქცია) შენიშნოს.

ქალებმა ექიმს უნდა მიმართონ შემდეგი სიმპტომების დროს:

  • 35 წლის ან მეტი ასაკის ქალი, რომელიც დაორსულებას ცდილობდა 6 თვის განმავლობაში;
  • 40 წელს გადაცილებულები;
  • არ გაქვთ ციკლი ან მენსტრუაცია არარეგულარულია, ან უჩივით მტკივნეულ პერიოდს;
  • უკვე იცით უნაყოფობის პრობლემების შესახებ;
  • გაქვთ ენდომეტრიოზი ან ანამნეზში მენჯის ანთებითი დაავადება;
  • ანამნეზში აბორტი, მუცლის მოშლა;
  • მკურნალობდით ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით.

მამაკაცებმა ექიმს უნდა მიმართონ შემდეგი სიმპტომების დროს:

  • სპერმის დაბალი რიცხვი;
  • სათესლე ჯირკვლის პრობლემები;
  • ანამნეზში ქიმიოთერაპიით მკურნალობა;
  • ჩაგიტარდათ თიაქრის ოპერაცია;
  • წარსულში უკვე გქონდათ უნაყოფობის პრობლემები;
  • გყავთ ნათესავები უნაყოფობის პრობლემებით.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/infertility/symptoms-causes/syc-20354317