რა არის მიკროტრავმა და რით განსხვავდება მაკროტრავმისგან?
სავარაუდოდ, ამ ტერმინებს არ იშველიებთ (თუ მედიკოსი არ ხართ), როდესაც ტრავმული დაზიანების შესახებ იგებთ, თუმცა სასურველია დიფერენცირებას ახერხებდეთ, რადგან მნიშვნელოვანია.
მაკროტრავმასთან გვაქვს საქმე თუ პაციენტმა დაზიანება მიიღო უეცრად. მაკროტრავმა, როგორც წესი, მწვავე დაზიანებაა და გამოხატულია ისეთი სიმპტომებით როგორიცაა შეშუპება, ძვლის მოტეხილობა თუ სისხლჩაქცევები.
მიკროტრავმა ასოცირდება განმეორებით მოძრაობებთან, ორგანიზმის გადატვირთვასთან, მაგალითად, დისკომფორტის გამომწვევი სავსებით შესაძლებელია იყოს სხეულის ცუდი პოზა.
ძირითად ტრავმად მოიხსენიება ძლიერი დაზიანება, რომელიც განიხილება როგორც პოტენციური რისკი იმისა, რომ პაციენტი დარჩეს შრომისუუნარო ან დაიღუპოს. ამ ტიპის ტრავმა კლასიფიცირდება სხეულის უბნის მიხედვით, მაგალითად, დაზიანებათა 40% პოლიტრავმულია, 30% თავზე მოდის, 20%-ში ზიანდება გულმკერდი, 10% აბდომინალურია და 2% უკიდურესი ტრავმაა.
თავისთავად, გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ფაქტორიც - ფიზიკურ ტრავმას ხშირად თან ერთვის ემოციური რეაქცია. მოგეხსენებათ, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ინდივიდუალურია პაციენტის დამოკიდებულება კონკრეტულ შემთხვევაზე; თუ ერთი ადამიანი შედარებით მარტივად გამოდის სტრესიდან, მეორეს პოსტტრავმული სტრესული დარღვევა უვითარდება.
წყარო: