მკერდის ძვლის ტკივილი

მკერდის ძვლის ტკივილი

რა იწვევს მკერდის ძვლის ტკივილს?

მკერდის ძვლის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც სახსრების დაჭიმულობა, ისე კუნთების ტრავმა თუ მჟავა რეფლუქსი - ეს დისკომფორტი არაერთი პათოლოგიის შედეგად ჩნდება. სტატისტიკურად, მკერდის ძვლის ტკივილის მიზეზი იშვიათად რომ იყოს გული ან უშუალოდ მკერდის ძვალი.

მკერდის ძვლის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • კოსტოქონდრიტი (ერთვის შესაბამისი სიმპტომები);
  • ძვალკუნთოვანი დაავადებები;
  • მჟავა რეფლუქსი;
  • რესპირატორული დაავადებები (ერთვის შესაბამისი სიმპტომები);
  • შფოთვა და პანიკური შეტევა.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ ინფარქტისთვის დამახასიათებელი ნიშნები ან სიმპტომები, რომელიც იწვევს ბასრ, მუდმივ ტკივილს და რომელიც აქვეითებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრების რიტმს.

ექიმს უნდა მიმართოთ ამ სიმპტომების დროსაც:

  • მკერდის ძვლის ან გულმკერდის ტკივილი, რომელსაც ვერაფერს უკავშირებთ;
  • ოფლიანობა;
  • თავბრუსხვევა ან გულისრევა სპეციფიკური მიზეზის გარეშე;
  • სუნთქვის პრობლემა;
  • ტკივილი, რომელიც გულმკერდიდან სხეულის ზედა არეში ვრცელდება;
  • მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში.

გახსოვდეთ, ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც არ ალაგდება რამდენიმე დღეში, საყურადღებოა და სპეციალისტის კონსულტაციას საჭიროებს.

წყარო: 

https://www.healthline.com/health/sternum-pain