ნეიროპათიური ტკივილი

ნეიროპათიური ტკივილი

რა არის ნეიროპათიური ტკივილი?

ნეიროპათიური ტკივილი ნერვის ტკივილია, რომელიც ყალიბდება ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის ან დაზიანების გამო.

ტკივილს შესაძლოა უჩიოდეთ ნერვული სისტემის ნებისმიერი უბნიდან (პერიფერიული ნერვები, ტვინი, ზურგის ტვინი). დაზიანებული ნერვული ბოჭკო ორგანიზმის ტკივილის ცენტრისკენ არასწორ სიგნალს გზავნის და შედეგად ნეიროპათიური ტკივილი ყალიბდება.

ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ალკოჰოლური დარღვევა;
  • დიაბეტი;
  • სახის ნერვის დაავადება;
  • ინსულტი;
  • პარკინსონის დაავადება;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი;
  • მწვავე ჰერპესი.

სხვა მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ქიმიოთერაპია;
  • რადიოთერაპია;
  • ამპუტაცია;
  • სპინალური ნერვის კომპრესია ან ანთება;
  • ტრავმა ან ოპერაცია, რომლის შედეგადაც ნერვი დაზიანდა;
  • სიმსივნე ნერვს აწვება.

ნეიროპათიური ტკივილის მქონე პაციენტებს მკურნალობენ კომბინირებული კურსით, კერძოდ, მოწოდებულია შემდეგი მეთოდები: მედიკამენტები, ფიზიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა, ფსიქოთერაპია.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ ნერვის დაზიანებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:

  • დაბუჟება;
  • კუნთის სისუსტე;
  • ხშირად ხელიდან გივარდებათ ნივთები;
  • უნებლიე კრუნჩხვა;
  • ჩხვლეტის შეგრძნება.

სასწრაფოდ უნდა მოთავსდეთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში თუ გაწუხებთ ძლიერი ტკივილი, დაბუჟება ან სისუსტე და ეს სიმპტომები სწრაფად მწვავდება.

სხვა სერიოზული სიმპტომებია:

  • სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;
  • საპირფარეშოთი სარგებლობის ჩვევა შეგეცვალათ (ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი მოშარდვასთან თუ კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებით);
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება.

 

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15833-neuropathic-pain