რა არის ქრონოლოგიური ასაკი და რას ნიშნავს ბიოლოგიური ასაკი?
სავსებით შესაძლებელია თქვენი ბიოლოგიური და ქრონოლოგიური ასაკი არ იყოს ერთნაირი.
ქრონოლოგიური ასაკი განსაზღვრავს იმ რიცხვს თუ რამდენი ხანია ცხოვრობთ, ხოლო ბიოლოგიურით ითვლიან უჯრედებისა და ქსოვილების ასაკს, ფიზიოლოგიურის საფუძველზე. მაგალითად, პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის ბიოლოგიური ასაკი ქრონოლოგიურზე დაბალია. თუმცა თუ ქრონიკულად ავადობთ და არ ხართ ფიზიკურად აქტიური ბიოლოგიური ასაკი მაღალი იქნება.
სავარაუდოდ, იცნობთ ადამიანს (ან ადამიანებს), რომელიც ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად ან ხანდაზმულად გამოიყურება - ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმასთან, რომ პიროვნების ბიოლოგიური და ქრონოლოგიური ასაკი ერთმანეთისგან განსხვავდება.
ის თუ როგორ მოგემატებათ ასაკი (ნაოჭები, ჭაღარა, მოშვებული კანი და სხვა ცვლილებები, რომელსაც ადამიანი გარეგნობაში ამჩნევს ასაკის მატებასთან ერთად) დიდწილად დამოკიდებულია გენეტიკაზე, თუმცა საყურადღებოა გარემო ფაქტორებიც.
ასაკის მატებაზე გავლენას ახდენს შემდეგი გარე ფაქტორები:
- კვების რაციონი;
- ფიზიკური აქტივობის დონე;
- თამბაქო;
- ძილის ჩვევა;
- გარემო, სადაც ცხოვრობთ.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ბიოლოგიურ ასაკზე (ასევე ცნობილია ფიზიოლოგიური ასაკის სახელწოდებითაც) ზემოქმედებს ყველა ეს ფაქტორი და დნმ-ის (გენეტიკური მასალა) მდგომარეობა ამ ფაქტორთა ანარეკლია.
ბიოლოგიური ასაკის შემცირების ყველაზე ეფექტური მეთოდი მავნე ჩვევებზე უარის თქმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაა.
წყარო:
https://www.verywellhealth.com/what-is-chronological-age-2223384