რა მიზანს ემსახურება კოსმეტიკური ქირურგია?
კოსმეტიკური ქირურგიული ჩარევის მიზანია გარეგნული იერის გაუმჯობესება, შესაბამისად, პაციენტის თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ამაღლება.
კოსმეტიკური ქირურგიული პროცედურა შესაძლებელია ჩატარდეს სახისა და სხეულის ნებისმიერ მიდამოში.
ვიდრე პლასტიკურ ქირურგს მიმართავთ აუცილებელია რეალურად აღიქვათ თუ რა მოხდება პროცედურამდე, უშუალოდ პროცედურის თუ მის შემდეგ და გააცნობიეროთ რა შედეგს მოელით.
გახსოვდეთ, ბევრი ფიზიკური მახასიათებლის შეცვლაა შესაძლებელი წარმატებით, თუმცა არა ყველაფრის - რაც უფრო რეალური მოლოდინი გექნებათ, შედეგითაც მეტად კმაყოფილი დარჩებით.
კოსმეტიკური ქირურგიით ვიზუალური იერსახის გარდასახვა შეგიძლიათ, თუმცა მნიშვნელოვანია ამ ცვლილებებს შინაგანადაც მზად შეხვდეთ. კოსმეტიკურ ქირურგთან კონსულტაციამდე საკუთარ თავთან განიხილეთ მოტივი იმისა თუ რატომ გსურთ გარეგნობაში ცვლილების შეტანა.
რეკომენდებულია გაიაზროთ შემდეგი ფაქტორები:
- გაითვალისწინეთ კოსმეტიკური ქირურგის რეკომენდაციები;
- უნდა გქონდეთ რეალისტური მოლოდინი, მიზანი;
- ყურადღებით მოუსმინეთ ექიმს. ქირურგი დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას ნებისმიერ შესაძლო სამედიცინო რისკზე, როგორ გავლენას მოახდენს ფიზიკური ცვლილება პიროვნულ განწყობაზე, რა ტიპის ცხოვრების წესის დაცვა მოგიწევთ რეაბილიტაციის პროცესში და სხვა;
- უნდა შეინარჩუნოთ სტაბილური წონა 6 თვიდან წლამდე ვადაში, კონკრეტული პროცედურისთვის;
- აუცილებელია ქრონიკული დაავადებების მართვა;
- ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ მავნე ჩვევებზე უარის თქმა და სხვა.
სახეზე ტარდება შემდეგი ტიპის კოსმეტიკური პროცედურები:
- ბოტოქსი;
- ლოყების ლიფტინგი;
- ქიმიური პილინგი;
- კბილების კოსმეტიკა;
- წარბის ლიფტინგი;
- დერმაბრაზია;
- ქუთუთოს ქირურგია;
- სახის ლიფტინგი;
- სახის კონტუირება;
- ფილერი;
- თმის ლაზერით მოშორება;
- ოტოპლასტიკა (ყურის პლასტიკური ოპერაცია);
- რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკური ოპერაცია);
- ნაოჭების გასწორება;
- კანის პრობლემების მკურნალობა და სხვა.
ტანზე ტარდება შემდეგი ტიპის კოსმეტიკური პროცედურები:
- მუცლის ცხიმის მოცილება/შემცირება;
- ლიპოსაქცია;
- მკლავების ლიფტინგი;
- მკერდის მოცულობის გაზრდა;
- მკერდის ლიფტინგი;
- მკერდის ზომის შემცირება;
- უკანალის ლიფტინგი;
- თეძოს შიდა მიდამოს კორექტირება;
- ლაზერით თმის მოშორება და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/cosmetic-surgery/about/pac-20385138