კოსტოქონდრიტი - არაგულისმიერი ტკივილი გულმკერდის არეში

კოსტოქონდრიტი - არაგულისმიერი ტკივილი გულმკერდის არეში

რა არის კოსტოქონდრიტი?

კოსტოქონდრიტი ნეკნ-ხრტილოვანი სახსრების ანთებაა - ნეკნი, რომელიც ნეკნებს მკერდის ძვალთან აკავშირებს.

თავისთავად, გულმკერდის ტკივილი ადამიანში შიშს იწვევს, არასასიამოვნო შეგრძნებაა, თუმცა კოსტოქონდრიტი არ წარმოადგენს ინფარქტის სიმპტომს და როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, არ იწვევს რამე ტიპის სერიოზულ გართულებას.

კოსტოქონდრიტი გულმკერდის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია. როგორც მედიკოსები აცხადებენ, კლინიკებს ამ ჩივილით ბევრი ადამიანი მიმართავს და სტატისტიკურად, გულმკერდისა თუ ნეკნების ტკივილის შემთხვევაში პაციენტთა მესამედის დიაგნოზი კოსტოქონდრიტია.

ღრმა ჩასუნთქვის, ცემინების, ხველების, ვარჯიშის თუ სხვა აქტივობის ფონზე ტკივილი მწვავდება. ამ დიაგნოზის დროს პაციენტები ტკივილს აღწერენ როგორც ბასრს, მჩხვლეტავს.

კოსტოქონდრიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ხელშემწყობი ფაქტორია განმეორებითი სტრესი, ზეწოლა ნეკნებზე, მაგალითად, მიკროტრავმა.

მიკროტრავმის მაგალითებია:

  • ტრავმა ნეკნის ან გულმკერდის არეში;
  • ძლიერი ხველება ან ღებინება;
  • ინფექცია გულმკერდში;
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა შესვენების გარეშე ან მაშინ, როდესაც ორგანიზმი მზად არ არის;
  • უეცრად დაიტვირთეთ იმ ფიზიკური საქმით, რომელსაც ყოველდღიურად არ აკეთებთ (მაგალითად, გადაადგილეთ მძიმე ავეჯი).

რისკ-ფაქტორებია:

  • კონტაქტური სპორტი;
  • სქესი (ეს ჩივილი ქალებში უფრო ხშირია);
  • როდესაც სამსახური ფიზიკურ შრომას მოითხოვს.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22167-costochondritis