შეშუპებული ენა

შეშუპებული ენა

ენის შეშუპება.

ადამიანები იშვიათად დარდობენ ენის ჯანმრთელობაზე, თუმცა ავიწყდებათ, რომ ამ მნიშვნელოვან კუნთზე არაერთი მდგომარეობა ახდენს გავლენას. პათოლოგიური პროცესი რიგი სიმპტომით, მაგალითად, შეშუპებით გამოიხატება.

არაერთ გართულებას შორის ერთ-ერთი საყურადღებო დიაგნოზი ენის ანთებაა.

ანთების დროს ენა შუპდება და ბუნებრივ, ფიზიოლოგიურ ფერს იცვლის. ენის ანთება შესაძლოა განიმარტოს სხვა ტერმინებითაც, კერძოდ, ენის ინფექცია, გლუვი ენა, ენის წვის სინდრომი, გლოსალგია, გლოსიტი.

შეშუპებული ენის მიზეზებია:

  • ალერგიული რეაქცია;
  • შეგრენის სინდრომი;
  • დამწვრობა ან ტრავმა პირის ღრუში;
  • ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი;
  • კანის დაავადებები;
  • სოკოვანი ინფექცია;
  • ალკოჰოლი;
  • თამბაქო;
  • ცხარე საკვები.

ენის ანთებითი პროცესის სიმპტომები დამოკიდებულია მის სიმწვავესა და გამომწვევ დაავადებაზე.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ანთება ვლინდება მეტყველებასთან, ყლაპვასთან და ღეჭვასთან დაკავშირებული პრობლემებით. სავსებით მოსალოდნელია ენა შეგიშუპდეთ, გტკიოდეთ ან გაგიჩნდეთ წყლული. რეაქციის ფონზე შესაძლებელია ენამ შეიცვალოს ფერი, მაგალითად, გახდეს ფერმკრთალი ან წითელი.

ანთების სერიოზული სიმპტომი ძლიერი შეშუპებაა, რის გამოც იზრდება სასუნთქი გზების დახშობის რისკი. ძლიერი შეშუპების დროს უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება.

წყარო:  

https://www.healthline.com/health/tongue-problems#_noHeaderPrefixedContent