მენტალური ენერგია

მენტალური ენერგია

რა არის ფსიქიკური ენერგია?

ამ ტერმინით განიმარტება უნარი, რომელიც ყველა ტიპის შემეცნებითი საქმიანობისთვისაა აუცილებელი; უნარი, რომლის მეშვეობითაც იმ ამოცანას ართმევთ თავს, რაც აზროვნებას საჭიროებს.

მენტალური ენერგია აუცილებელია:

  • გეგმის შედგენისთვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის;
  • კონცენტრაციისთვის;
  • დეტალებზე ორიენტირებისთვის;
  • ინფორმაციის დასამახსოვრებლად;
  • ემოციების სამართავად.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მენტალური ენერგია მნიშვნელოვანია პიროვნების მოტივაციისა და პროდუქტიულობისთვის.

როდესაც ფსიქიკური ენერგია ირღვევა ქვეითდება პიროვნების შრომისუნარიანობაც და მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ფიზიკურად დაღლილი არ არის. ფსიქიკური ენერგიის რღვევის ფონზე ეცემა ფიზიკური ენერგიაც - გახსოვდეთ, ორგანიზმს ძლიერი ტვინი სჭირდება. ტვინის გამოფიტვის გამო სხეული ვეღარ იკვებება აუცილებელი სიგნალით და ზოგჯერ სათანადოდ მოძრაობაც კი უჭირს.

ზოგჯერ ფსიქიკური ენერგიის დეფიციტი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის, მაგალითად, დეპრესიის სიმპტომია.

ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი საყურადღებოა და დროულ კონსულტაციას საჭიროებს - პროფესიონალი დაადგენს პოტენციურ მიზეზს და მენტალური თუ ფიზიკური ენერგიის შევსებაში დაგეხმარებათ.

წყარო:  

https://www.healthline.com/health/mental-health/mental-energy