სახიფათოა თუ არა მკერდის ტკივილი?

სახიფათოა თუ არა მკერდის ტკივილი?

სარძევე ჯირკვლის ტკივილს სამედიცინო ენაზე მასტალგია ეწოდება.

მკერდის ტკივილი ხშირი ჩივილია ქალებში. ქალბატონები უჩივიან მგრძნობელობის მომატებასა და ბასრი წვის შეგრძნებას ან დაჭიმულობას მკერდის ქსოვილში. ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული, მსუბუქი, მწვავე.

უმეტეს შემთხვევაში მკერდის ტკივილი არასიმსივნური მდგომარეობითაა გამოწვეული, მაგრამ მიუხედავად ამისა სარძევე ჯირკვალში გაურკვეველი მიზეზით წარმოქმნილი ტკივილი თუ არ გაქრება ერთი ან ორი ციკლის შემდეგ, ან ვლინდება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში უნდა მიმართოთ ექიმს.

მასტალგია კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში კლასიფიცირდება როგორც ციკლური ან არაციკლური.

ციკლური მკერდის ტკივილი:

  • პირდაპირ დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან;
  • ვლინდება ყრუ ან ინტენსიური ტკივილით;
  • მგრძნობელობა გაზრდილია ორივე მკერდში;
  • უფრო ხშირად 20-დან 40 წლამდე ასაკში ვლინდება. ციკლური მასტალგია შეიძლება აღენიშნებოდეთ 40 წელს გადაცილებულ ქალებს, რომლებიც მენოპაუზის ფაზაში შედიან.

არაციკლური მკერდის ტკივილი:

  • დისკომფორტი არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს;
  • მწვავე ტკივილით ვლინდება და უმეტესად ერთ მკერდში, გარკვეულ ლოკალურ არეში;
  • უმეტესად აწუხებთ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

კონსულტაციაზე უნდა ჩაეწეროთ, თუ მკერდის ტკივილი რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება და თავს გახსენებთ ყოველდღიურად, დისკომფორტს სარძევე ჯირკვლის ერთ კონკრეტულ უბანში უჩივით, მდგომარეობა უარესდება და გავლენას ახდენს ცხოვრების ჩვეულ რიტმზე.

მკერდის ტკივილის სავარაუდო რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • რეპროდუქციული ჰორმონები;
  • სარძევე ჯირკვლის სტრუქტურა;
  • ცხიმოვანი მჟავების დისბალანსი;
  • ზოგიერთი ჰორმონული მედიკამენტი;
  • მკერდის დიდი ზომა;
  • ქირურგიული ჩარევა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/breast-pain/symptoms-causes/syc-20350423