რა არის საკვერცხის კისტა?
საკვერცხის კისტა ჩნდება საკვერცხეში ან მის ზედაპირზე და სავსეა სითხით.
საკვერცხის კისტა გავრცელებული დიაგნოზია - კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მსუბუქი სიმპტომებითაა გამოხატული ან სრულიად არ იწვევს დისკომფორტს. თუმცა ზოგჯერ კისტა სკდება და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
დიდი ზომის საკვერცხის კისტა იწვევს შემდეგ სიმპტომებს:
- მენჯის ტკივილი;
- სისავსის, წნევის ან სიმძიმის შეგრძნება მუცლის არეში;
- შებერილობა.
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს შემდეგი ნიშნების დროს:
- უეცარი, მწვავე ტკივილი მუცლის ან მენჯის არეში;
- ტკივილი, რომელსაც თან ახლავს სიცხე ან ღებინება;
- შოკის ნიშნები (სიცივე, აჩქარებული სუნთქვა, სისუსტე, თავბრუსხვევა, წებოვანი კანი).
საკვერცხის კისტის უმეტესობა მენსტრუალური ციკლის შედეგად ფორმირდება. ამ ფორმის კისტას ფუნქციური ეწოდება. ჩვეულებრივ, ფუნქციური კისტა უვნებელია, იშვიათად იწვევს ტკივილს და როგორც წესი, ქრება 2 თუ 3 მენსტრუალურ პერიოდში. არსებობს სხვა ტიპის კისტებიც, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან.
საკვერცხის კისტის რისკი მაღალია შემდეგი ფაქტორების დროს:
- ჰორმონული პრობლემები;
- ორსულობა;
- ენდომეტრიოზი;
- მენჯის მწვავე ინფექცია;
- ანამნეზში კისტა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ovarian-cysts/symptoms-causes/syc-20353405