კანის სოკო

კანის სოკო

რა უნდა იცოდეთ კანის სოკოს შესახებ?

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სოკოვანი ინფექციები სიცოცხლისთვის საშიში არ არის და ექვემდებარება მკურნალობას, ძირითადად, ინიშნება შესაბამისი სამკურნალო კრემები.

კანის სოკოვანი ინფექციის სამედიცინო ტერმინია ტინეა.

სოკოვანი გამონაყარისგან არავინაა დაზღვეული - სტატისტიკის თანახმად, კანისა და ფრჩხილების ინფექციით ავადობს მსოფლიო მოსახლეობის 20-25%.

კანზე გამონაყარი შესაძლოა განგივითარდეთ თუ იმყოფებით შემდეგ რისკ-ჯგუფში:

  • დასუსტებული იმუნური სისტემა;
  • ხანგრძლივი დროით იღებდით ან დიდი დოზით მოიხმარდით ანტიბიოტიკებს;
  • გაქვთ ჭარბი წონა;
  • გაქვთ დიაბეტი;
  • ძლიერი ოფლიანობა;
  • ორსულობა;
  • იყენებთ კანის მოვლის ახალ პროდუქციას.

კანის სოკოვანი ინფექცია ვრცელდება სხეულის დიდ არეზე, გამონაყარიც მკვეთრი წითელია. სოკოვანი გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ არეში (განსაკუთრებით ხშირია იმ მიდამოში, სადაც კანის ნაკეცებია). გაითვალისწინეთ, სოკოვანი გამონაყარი წითელი შეფერილობისაა და იწვევს წვის შეგრძნებას, ქავილს. ზოგიერთ პაციენტს შეშუპებული მუწუკებიც აქვს.

როდესაც კანი მავნებელ სოკოსთან კონტაქტში შედის, ინფექცია ვრცელდება და გამონაყარი ჩნდება. მაგალითად, თუ ჩაიცვამთ ათლეტის ტერფის (ერთ-ერთი სოკოვანი ინფექცია) დიაგნოზის მქონე პირის ფეხსაცმელს და თუ სოკო ტერფთან კონტაქტში შევა, თქვენც გადაგედებათ.

გამონაყარი გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე ან ცხოველიდან ადამიანზე პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/4276-skin-fungus