როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია?

როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია?

რა არის მოტივაცია?

მოტივაცია მამოძრავებელი ძალაა, რომელიც გვიბიძგებს წინ წავიწიოთ, დასახულ მიზანს მივუახლოვდეთ. წარმოუდგენელია პროგრესი მოტივაციის გარეშე.

ყველას გვჭირდება სამოქმედო ძალა, მოტივაცია - იგი ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისთვის. მოტივაციის გარეშე შეუძლებელია წარმატებას მიაღწიოთ და შედეგით დატკბეთ.

თუმცა ყოველთვის მარტივი არ არის შეინარჩუნო მოტივაცია ან გაუმკლავდე გამოწვევას. გახსოვდეთ, მოტივაცია კრიტიკულ როლს ასრულებს როგორც თქვენს წარმატებაში, ისე წარუმატებლობაში.

წარმოგიდგენთ რამდენიმე სტრატეგიას, რომელიც ენთუზიაზმის ამაღლებაში დაგეხმარებათ:

  • არ არის საჭირო ზედმეტი წახალისება. მაგალითად, თუ ადამიანი ისედაც სიამოვნებით ასრულებს დავალებას როგორ ფიქრობთ ამის ხაზგასმა მუდმივად სჭირდება? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი მოტივაციას კარგავს მაშინ, როდესაც ამჩნევს, რომ გარშემომყოფი იმ საქმის წახალისებას ცდილობს, რომელსაც ის უკვე ისედაც წარმატებით აკეთებს;
  • გაეცანით გამოწვევებს. თავისთავად, არაფერია ცუდი იმაში თუ მარტივი საკითხების გადაჭრით ხართ დაკავებული, თუმცა რა გიშლით ხელს იმაში რომ რამე ახალი სცადოთ? შეიძლება თავადაც კი გაგიკვირდეთ იმდენ შესაძლებლობას ფლობდეთ. დიახ, ზოგჯერ პიროვნების კრეატიული მხარე ყოველდღიური რუტინის გამო ჩრდილში რჩება;
  • წარმოიდგინეთ პროცესი და არა უკვე მიღწეული შედეგი. როდესაც საქმე ოცნების ვიზუალიზებას ეხება, როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა მხოლოდ შედეგზე ფიქრობს. პრობლემა ის არის, რომ წარმოსახვის დროსაც კი უკვე მიღწეულზე ფიქრობთ და რატომღაც არასდროს წარმოიდგენთ პროცესს, მაგალითად, რა გზით, გეგმით და როგორი ძალისხმევით ახერხებთ რეალობად აქციოთ დასახული მიზანი;
  • აიღეთ კონტროლი;
  • ფოკუსირება მოახდინეთ დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ერთგვარ ცხოვრებისეულ მოგზაურობაზე და არა შედეგზე. მოტივაციას სერიოზულად დაიზიანებთ თუ გამუდმებით ჩაციკლული იქნებით წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.  

წყარო:  

https://www.verywellmind.com/surprising-ways-to-get-motivated-2795388