გამომწვევი მიზეზები.
ნეკნის ტკივილისას შესაძლოა უჩიოდეთ ყრუ ან მწვავე, გამჭოლ ტკივილს გულმკერდის არეში; გექნებათ შეგრძნება რომ დისკომფორტი ნეკნიდან მოდის.
აღნიშნული ჩივილი ჩნდება არაერთი მიზეზის გამო და კერძოდ, გამომწვევი შესაძლოა იყოს ტრავმა, ანთებითი პროცესი, ინფექცია, კიბო, სხვადასხვა ორგანოდან (გული, ფილტვი, ელენთა, ღვიძლი) მომდინარე ტკივილი და სხვა. ზოგიერთი პაციენტი ნეკნის ტკივილთან ერთად უჩივის სხვა სიმპტომებსაც.
ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- ტრავმა, დაზიანება;
- ფიბრომიალგია;
- რევმატოიდული მდგომარეობები;
- ნეკნთაშუა ნევრალგია;
- მოცურების ნეკნის სინდრომი.
აუცილებლად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ იგრძენით ნეკნის გალიის ტკივილი და ჩივილს ვერაფერს უკავშირებთ.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:
- ზეწოლის, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში;
- ნეკნიდან ტკივილი გადაეცემა მხარს, ზურგს, ყბას;
- აჩქარებული გულისცემა;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ტკივილი მწვავეა;
- უეცრად გაოფლიანდით;
- თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება;
- ამოახველეთ სისხლი (თუნდაც მცირე რაოდენობით);
- ყლაპვის გაძნელება;
- დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში;
- დაბნეულობა.
წყარო:
https://www.verywellhealth.com/rib-cage-pain-5025102