თმის ამოგლეჯის დაუოკებელი სურვილი

თმის ამოგლეჯის დაუოკებელი სურვილი

რა არის ტრიქოტილომანია?

ტრიქოტილომანია მენტალური პათოლოგიაა, რომლის დროსაც პაციენტს აქვს ძლიერი სურვილი იმისა, რომ სკალპიდან, წარბიდან თუ სხეულის სხვა არედან თმა ამოიგლიჯოს.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • თმის ამოგლეჯის ძლიერი სურვილი;
  • როცა თმას იგლეჯთ ბედნიერი ხდებით და შვებას გრძნობთ;
  • თმის ცვენის შედეგი ადვილად შესამჩნევია;
  • ერთგვარი რიტუალი - იძრობთ სპეციფიკური ტიპის თმას ერთი და იმავე გზით;
  • ამოგლეჯილ თმას ღეჭავთ, კვნეტავთ, ჭამთ;
  • ამოგლეჯილი თმით თამაშობთ;
  • ნამდვილად ცდილობთ ამ მავნე ჩვევას გადაეჩვიოთ, თუმცა უშედეგოდ;
  • ჩვევის გამო აწყდებით ძლიერ დისტრესს სამსახურში, სოციალურ ურთიერთობებში.

ტრიქოტილომანიის სიმპტომატიკა სავსებით შესაძლებელია ასევე მოიცავდეს კანის გაღიზიანებას, ტუჩის თუ ფრჩხილების კვნეტას. ზოგჯერ პაციენტი თმას აცლის შინაურ ცხოველს ან თოჯინებს.

როგორც წესი, პაციენტი ცდილობს აშლილობის დამალვას, აკეთებს ჩუმად.

ტრიქოტილომანიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ფსიქოლოგთა აზრით, დარღვევის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები.

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/trichotillomania/symptoms-causes/syc-20355188