ელენთის ტკივილი
ელენთა იმუნური სისტემის ყველაზე მსხვილი ორგანოა და მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში მდებარეობს.
ეს ორგანო ჩართულია სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის ფუნქციონირებაში - მისი დახმარებით ორგანიზმი ებრძვის ინფექციას და ფილტრავს უვარგის, უსარგებლო მასალას.
ელენთის ტკივილისას ტკივილს უნდა გრძნობდეთ მუცლის ზედა მარცხენა გვერდში, ქვედა მარცხენა ნეკნის უკან. ელენთის ტკივილისას შესაძლოა უჩიოდეთ გადამცემ ტკივილს მარცხენა მხრის, მკლავის მიდამოში.
ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ელენთის ტრავმა ან რუპტურა.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ტკივილის მიზეზია შემდეგი დაავადებები:
- ღვიძლის დაავადება;
- ჯირკვლოვანი ციებ-ცხელება;
- ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;
- მალარია;
- ლიმფომა.
მიზეზის დასადგენად აუცილებელია სისხლის ანალიზი, კატე (კომპიუტერული ტომოგრაფია) და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
ჩვეულებრივ, ელენთის ტკივილი მუდმივი ხასიათისაა, მაგრამ დისკომფორტის ინტენსივობა, ხარისხი შესაძლოა შეიცვალოს.
წყარო: