კანის ბარიერი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზეგავლენისგან იცავს.
როდესაც კანის ბარიერი ზიანდება, შესაბამისად, სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს, იზრდება რიგი დაავადებისა თუ სიმპტომის რისკი.
კანის ბარიერის დაზიანებისას ჩნდება შემდეგი პრობლემები:
- მშრალი და აქერცლილი კანი;
- ქავილი;
- აკნე;
- მომატებული მგრძნობელობა;
- კანის სოკოვანი ან ბაქტერიული, ვირუსული ინფექციები.
კანის ბარიერის დასაცავად რეკომენდებულია:
- გამოიყენეთ სახის გამწმენდი, რომლის PH ბალანსიც მერყეობს 4.0-დან და 5.0-მდე;
- კანის ბარიერის შესავსებად მცენარეული ცხიმი გამოიყენეთ. მცენარეული ცხიმის ბაზა ბარიერს აღდგენაში ეხმარება და ასევე ტენიანობას უნარჩუნებს, გამოირჩევა ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტით;
- უპირატესობა მიანიჭეთ პროდუქციას, რომელიც მდიდარია ცერამიდებით;
- კანზე დაიტანეთ დამატენიანებელი, რომელიც შეიცავს ჰიალურინის მჟავას, ვაზელინს ან გლიცერინს.
წყარო: