როგორ დავიცვათ კანის ბარიერი?

როგორ დავიცვათ კანის ბარიერი?

კანის ბარიერი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზეგავლენისგან იცავს.

როდესაც კანის ბარიერი ზიანდება, შესაბამისად, სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს, იზრდება რიგი დაავადებისა თუ სიმპტომის რისკი.

კანის ბარიერის დაზიანებისას ჩნდება შემდეგი პრობლემები:

  • მშრალი და აქერცლილი კანი;
  • ქავილი;
  • აკნე;
  • მომატებული მგრძნობელობა;
  • კანის სოკოვანი ან ბაქტერიული, ვირუსული ინფექციები.

კანის ბარიერის დასაცავად რეკომენდებულია:

  • გამოიყენეთ სახის გამწმენდი, რომლის PH ბალანსიც მერყეობს 4.0-დან და 5.0-მდე;
  • კანის ბარიერის შესავსებად მცენარეული ცხიმი გამოიყენეთ. მცენარეული ცხიმის ბაზა ბარიერს აღდგენაში ეხმარება და ასევე ტენიანობას უნარჩუნებს, გამოირჩევა ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტით;
  • უპირატესობა მიანიჭეთ პროდუქციას, რომელიც მდიდარია ცერამიდებით;
  • კანზე დაიტანეთ დამატენიანებელი, რომელიც შეიცავს ჰიალურინის მჟავას, ვაზელინს ან გლიცერინს.

წყარო:   

https://www.healthline.com/health/skin-barrier#bottom-line