რა არის ღვიძლის ბიოფსია?
ღვიძლის ბიოფსია კვლევაა, რომელიც ღვიძლის მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვისაა მოწოდებული. ბიოფსიის დროს ღვიძლიდან ქსოვილი იკვეთება - ნიმუშის შესწავლა ხდება მიკროსკოპის ქვეშ.
ბიოფსიის მიზანია დადგინდეს არის თუ არა ღვიძლში კიბოს უჯრედები ან სხვა პათოლოგიური უბნები, ან რამდენად კარგად ფუნქციონირებს აღნიშნული ორგანო.
ბიოფსია შესაძლოა მიმდინარეობდეს ულტრაბგერითი, მაგნიტურ-რეზონანსული ან კატე (კომპიუტერული ტომოგრაფია) დაკვირვების ქვეშ.
ბიოფსიის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ღვიძლის დაავადების დიაგნოსტირება ვერ ხერხდება ლაბორატორიული კვლევებისა თუ სიმპტომური ფონის მიხედვით.
ბიოფსია შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი კლინიკური შემთხვევების დროს:
- ღვიძლის გადიდება;
- სიყვითლე;
- ლაბორატორიული კვლევის შედეგი ღვიძლის დაავადებაზე მიუთითებს;
- ჰეპატიტი;
- ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება;
- ღვიძლის სიმსივნე;
- ცხიმოვანი ღვიძლი;
- მეტაბოლური ან ავტოიმუნური დაავადება;
- ღვიძლის ფიბროზი.
წყარო:
https://www.hopkinsmedicine.org/health/treatment-tests-and-therapies/liver-biopsy