4 ნიშანი იმისა, რომ თმის შეღებვა დროებით უნდა შეწყვიტოთ

4 ნიშანი იმისა, რომ თმის შეღებვა დროებით უნდა შეწყვიტოთ

თუ თმას იღებავთ ეს რეკომენდაცია გაითვალისწინეთ.

გამომშრალი და მტვრევადი თმა

ძალიან ქერა ან რადიკალურად ღია ტონალობის ვარცხნილობა, როგორც წესი, გაღიავებას მოითხოვს, რაც თმის დაზიანების წინაპირობა ხდება. შედეგად ჩნდება ისეთი სიმპტომები როგორიცაა: გაყოფილი ბოლოები, ერთგვარი ჩალის მსგავსი ეფექტი, მშრალი და დაზიანებული ღერები.

თუ ჭაღარა თმა ამოდის ყოველ 2 კვირაში

თუ საღებავი მარტივად ირეცხება და 2 კვირაში ჭაღარა შესამჩნევია როგორც ძირებში, ისე სხვა მიდამოში, ამავდროულად სალონში ვიზიტებს შორის ვადა ყოველ ჯერზე უფრო მეტად მცირდება (მაგალითად, ადრე თმას იღებავდით ყოველ თვეში ერთხელ და ახლა ლამის ყოველ კვირას), დროა შეღებვაზე უარი თქვათ.

სკალპი გაღიზიანებულია

სალონში ვიზიტი დროებით უნდა გადადოთ თუ უჩივით სკალპის ქავილსა და ტკივილს - ეს სიმპტომები საღებავის მიმართ ალერგიულ რეაქციაზე მიუთითებს.

ჭაღარის დამალვის მიზნით, გაცილებით ღია ტონის დადება გიწევთ

ვერცხლისფერი ძირების დასამალად თუ გიწევთ გაცილებით ღია ფერის ტონი შეარჩიოთ, რეკომენდებულია შეწყვიტოთ შეღებვა.

 

წყარო:

https://www.huffpost.com/archive/au/entry/4-signs-you-should-stop-coloring-your-hair_au_5cd370b7e4b02317c3c9b430