რა იწვევს წამწამების ცვენას?
წამწამი მხოლოდ კოსმეტიკური დანამატი არ არის და რეალურად დამცველობით ფუნქციას ასრულებს, კერძოდ, თვალს უცხო სხეულებისგან იცავს (ნებისმიერი უცხო სხეული ან ნივთიერება ინფექციის, მხედველობის დაზიანების თუ ტრავმის მიზეზი ხდება).
გაითვალისწინეთ, ყოველ 6-10 კვირაში ახალი წამწამი ამოდის, ძველი ცვივა და ნახლდება - ეს სრულიად ბუნებრივი ციკლია. დიახ, ყოველდღე ერთიდან 5 ღერამდე წამწამის ცვენა სრულიად ნორმალურია. თუმცა თუ რაოდენობა ხშირია ეს უკვე ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანია.
მადაროზის (ეს არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც განმარტავს წამწამების არქონას) მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც თვალის დაავადება, ისე ორგანიზმის სხვა რომელიმე პათოლოგია.
წამწამების ხშირი ცვენის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- რეაქცია, გაღიზიანება კოსმეტიკურ ნაწარმზე;
- ბლეფარიტი;
- ტრიქოტილომანია;
- კანის კიბო;
- ოკულარული როზაცეა;
- ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია;
- ტკიპა.
ადამიანს ჯანმრთელობის სისტემური პრობლემა აქვს თუ თმის ცვენა ფიქსირდება როგორც წამწამებიდან, ისე წარბიდან და სკალპიდან.
წყარო:
https://www.aao.org/eye-health/tips-prevention/why-are-my-eyelashes-falling-out