რა არის ჰემიფაციალური სპაზმი?
ჰემიფაციალური სპაზმი ნერვული სისტემის მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახის ერთ არეში მდებარე კუნთები უნებლიედ იკუმშება (სპაზმი, კრუნჩხვა, კრთომა).
ძირითადი სიმპტომი კუნთების უცაბედი შეკუმშვაა.
დამახასიათებელია:
- სპაზმი ჩნდება სახის ერთ მიდამოში;
- ვერ აკონტროლებთ კუნთების კრუნჩხვის პროცესს;
- კრუნჩხვა უმტკივნეულოა.
კუნთის შეკუმშვის პროცესი იწყება ქუთუთოზე და ვრცელდება ლოყაზე, ასევე პირის გარშემო - ჯაჭვური რეაქცია ფიქსირდება მხოლოდ სახის ერთ არეში. თავდაპირველად დროებითია, თუმცა რამდენიმე თვისა თუ წლის შემდეგ სპაზმი ქრონიკულ ფორმას იღებს. ზოგჯერ ჰემიფაციალური სპაზმი ფიქსირდება სახის ორივე მიდამოში.
ჰემიფაციალური სპაზმის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია ის, რომ სისხლძარღვი სახის ნერვს ეხება და რეაქციას იწვევს. თავისთავად, მიზეზი შესაძლოა იყოს სახის ნერვის სიმსივნე ან ტრავმა. ზოგჯერ ზუსტი გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება.
რისკ-ფაქტორი შესაძლოა იყოს:
- დაღლილობა;
- სტრესი;
- შფოთვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hemifacial-spasm/symptoms-causes/syc-20373296