თუ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მაშინაც კი ღელავთ, როცა არაფერი გაწუხებთთუ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მაშინაც კი ღელავთ, როცა არაფერი გაწუხებთ

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მაშინაც კი ღელავთ, როცა არაფერი გაწუხებთთუ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მაშინაც კი ღელავთ, როცა არაფერი გაწუხებთ

რა არის ჰიპოქონდრია?

ჰიპოქონდრია ქრონიკული მენტალური აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანი მუდმივად შფოთავს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - ამ დიაგნოზის მქონე პირი ფიქრობს, რომ სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადება აქვს.

ამ ტიპის შფოთვითი დარღვევის მართვა შესაძლებელია მედიკამენტური და ფსიქოთერაპიით.

დაავადების შეყრის შიშით პაციენტი ერიდება ადამიანებთან კონტაქტს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მუდმივად ეძებს ინფორმაციას სხვადასხვა პათოლოგიისა თუ სიმპტომის შესახებ, მარტივ ხველასაც კი ფილტვის კიბოს მანიშნებლად აღიქვამს და სხვა.

მენტალური დარღვევის შედეგად ადამიანს არარეალური შიში აქვს რომ სერიოზული პათოლოგიით დაავადდება, ფიქრობს რისკ-ჯგუფშია. მაშინაც კი როდესაც ექიმი არაერთი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევის საფუძველზე დაუდასტურებს რომ ჯანმრთელია, მას დაჯერება უჭირს და შფოთვას განაგრძობს.

ეს მდგომარეობა თავისთავად აქვეითებს მის ცხოვრების რიტმს, უარყოფითად აისახება როგორც პირად ურთიერთობებზე, ისე კარიერაზე. დიახ, შეიძლება ადამიანს მართლაც ჰქონდეს რომელიმე ფიზიკური დაავადება, თუმცა ჰიპოქონდრიის გამო გაცილებით მწვავედ აღიქვამს და დიაგნოზიც უფრო მძიმე ეჩვენება.

გამოიხატება ორი ფორმით:

  • ან დიდ დროს ატარებთ კლინიკებში, მუდმივად ცდილობთ ჩაიტაროთ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევა;
  • ან უნდობლობას უცხადებთ ექიმებს და გეჩვენებათ, რომ თქვენს ჩივილს არასერიოზულად უყურებენ.

დაავადების ჩამოყალიბების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • ბავშვობაში გადატანილი ტრავმა;
  • ძლიერი სტრესი;
  • შფოთვითი აშლილობით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
  • ბავშვობაში ავადობდით ან ოჯახის რომელიმე წევრი მკურნალობდა სერიოზულ დაავადებას და შეესწარით;
  • ანამნეზში დეპრესია ან შფოთვა;
  • ფიზიკური ტრავმა.

    წყარო:  

    https://my.clevelandclinic.org/health/diseases/9886-illness-anxiety-disorder-hypochondria-hypochondriasis