რა შემთხვევაში არის თმის ცვენა საყურადღებო?

რა შემთხვევაში არის თმის ცვენა საყურადღებო?

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანი ყოველდღე 120-დან 160 ღერამდე თმას კარგავს. ნორმალური ტემპით თმის ცვენის პარალელურად ახალი იზრდება, ანუ მკვეთრ შეთხელებას ვერ ამჩნევთ.

დიაგნოზი თმის ცვენა ნიშნავს იმას, რომ ძველი და დაკარგული ღერის ნაცვლად ახალი აღარ ამოდის, ანუ ირღვევა ბალანსი და ეს პროცესი სკალპზე ვიზუალურადაც იკვეთება.

ექიმს უნდა მიმართოთ თუ შენიშნეთ, რომ თმა გცვივათ დიდი რაოდენობით და ამავდროულად სკალპზე შეიგრძნობა ქავილი, სიწითლე, ქერტლი, ფუფხები, ჩირქი.

თმის ცვენის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
  • ალერგიული რეაქცია;
  • კანის ბაქტერიული დაავადება;
  • ვირუსული ინფექცია;
  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენა;
  • ემოციური სტრესი;
  • ფიზიკური ტრავმა;
  • თმის შეღებვა და გასწორება;
  • ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა;
  • დიდ მანძილზე მოგზაურობა;
  • სწრაფად წონის კლება;
  • კვების უკმარისობა;
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა.

 

 

წყარო: 

https://www.bangkokhospital.com/en/content/when-should-hair-loss-be-taken-seriously