მშვიდი ძილი აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
სხეულის გარკვეული პოზით ზურგის არეში ტკივილის შემსუბუქება და ზეწოლის შემცირებაა შესაძლებელი.
გვერდზე ძილი
თუ ამ პოზაში ძილი გიყვართ სასურველია ფეხებს შორის ბალიში მოათავსოთ.
ზურგზე ძილი
ზურგზე წოლის შემთხვევაში ბალიში მუხლქვეშ დაიდეთ. ბალიში მოთავსებული უნდა იყოს კისერქვეშაც.
ძილი მუცელზე
ამ სტილის ძილი სერიოზული გამოწვევაა ზურგისთვის და თქვენგან განსხვავებით ხერხემალს დიდად არ ხიბლავს. თუ შესაძლებელია შეარჩიეთ სხვა პოზა.
რეკომენდაციის მიუხედავად თუ მაინც ვერ ახერხებთ კომფორტულად მოთავსდეთ სხვა პოზაში და აუცილებლად მუცელზე უნდა დაწვეთ მაშინ ბალიში მუცლის ქვედა არესა და თეძოს მონაკვეთში განათავსეთ. თუ ზურგი ზედმეტად არ გეჭიმებათ და დისკომფორტს არ გრძნობთ შეგიძლიათ თავი ბალიშზე დადოთ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/back-pain/in-depth/sleeping-positions/art-20546852