ხაზები, ნაოჭები ყელზე.
ყელზე, მხარზე ისეთივე ტიპის ნაოჭები ჩნდება როგორიც დამახასიათებელია პირის, თვალების, შუბლის არესთვის.
თავისთავად, ასაკის მატებასთან ერთად სხეულზე შესამჩნევი ხდება ნაოჭები - ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია. თუმცა ზოგჯერ ნაადრევი ხაზები სულაც არ არის ასაკობრივი და არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია.
ყელზე ხაზების, ნაოჭების პრევენციისთვის სასურველია ყურადღება მიაქციოთ თუ როგორ გიჭირავთ მობილური. მაგალითად, მეცნიერებმა ასეთი ტერმინიც კი გამოიგონეს „ტექსტის კისერი“, ანუ მობილურში წერის, სქროლვის, თამაშის დროს თუ თავი მუდმივად გაქვთ დახრილი, მაღალია ხაზების გაჩენის რისკი.
შემდეგში მობილური სახის წინ დაიჭირეთ და ამ პოზაში, ანუ პირდაპირ და თავის დაბლა დახრის გარეშე უყურეთ ეკრანს.
სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია:
- მზეზე დიდხანს ყოფნა;
- გენეტიკა;
- განმეორებითი მოძრაობები.
წყარო:
https://www.healthline.com/health/neck-lines#repeated-motions