დახშული ფორები კანის გავრცელებული პათოლოგიაა - იგი აკნეს ჩამოყალიბების წინაპირობაა.
ფორების დახშობის მიზეზი ჭუჭყის, ცხიმისა და კანის მკვდარი უჯრედების დაგროვებაა.
დახურული ფორები ხშირად აღენიშნებათ ცხიმიანი კანის მქონე პირებს. როგორც წესი, შესამჩნევია სახეზე, თუმცა სავსებით მოსალოდნელია გაჩნდეს სხეულის სხვა ნებისმიერ არეში (სკალპი, კისერი, ზურგი, გულმკერდი, მკლავები).
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- მშრალი კანი;
- სახისთვის განკუთვნილი პროდუქცია (გამწმენდი, ლოსიონები, კოსმეტიკა);
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- ასაკობრივ, ჰორმონულ ან გენეტიკურ ფონზე ჩამოყალიბებული ცხიმიანი კანი.
დახშული ფორების მდგომარეობა მწვავდება შემდეგი მიზეზების გამო:
- ზოგიერთი პროდუქტი;
- სამოსი;
- ნესტიანი გარემო;
- მუწუკის ამორწყვა, წვალება;
- დაბინძურებული გარემო;
- სტრესი და შფოთვა;
- კანს ძლიერად იხეხავთ დაბანის ან სკრაბის გამოყენების დროს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22773-clogged-pores