ადგილი, სადაც უდაბნო ოკეანეს ხვდება

ადგილი, სადაც უდაბნო ოკეანეს ხვდება

წყლისა და ხმელეთის გადაკვეთის წერტილი ნამიბიაში (სამხრეთ აფრიკა) მდებარეობს.

ნამიბის უდაბნო და ატლანტის ოკეანე ერთმანეთს ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნულ პარკში ეგებება.

გაუსაძლისად მშრალი და გვალვიანი უდაბნო ოკეანის ცივი წყლით „გრილდება“, შესაბამისად, სანაპიროზე ხშირად დგას ნისლი.

ამ ადგილს (მოგზაურებში ცნობილია როგორც ტერიტორია, სადაც უდაბნო ოკეანეს ხვდება) Sandwich Harbour ეწოდება. უმშვენიერესი ლაგუნა 9 კილომეტრი სიგრძისაა.

თავდაპირველად ტერიტორია აღწერეს 1880-იან წლებში, თუმცა წლების განმავლობაში მის შესახებ ბევრმა ადგილობრივმაც კი არაფერი იცოდა. იშვიათად, რომ მეთევზეები დროებით, სეზონურად დასახლებულიყვნენ.

Sandwich Harbour დღეს ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის ნაწილს წარმოადგენს; მსგავსი სანაპირო ზოლი მსოფლიოში არსადაა - გარშემო მხოლოდ ოკეანე და უსასრულო უდაბნოა.

ტურისტები Sandwich Harbour-მდე ნამიბ-ნაუკლუფტის დაცული ტერიტორიიდან მიდიან. მსოფლიოში უძველეს უდაბნოში მოგზაურობა ოკეანის სანაპიროთი სრულდება.