როგორ მკურნალობენ შეშუპებულ ქუთუთოს?
შეშუპების შესამცირებლად მოწოდებულია თვალზე გრილი ქსოვილის ან ჩაის ტამპონის დაფენა, ხოლო ფუფხისა და გამონადენის სამკურნალოდ ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვა.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება რამდენიმე დღეში ექიმი შეცვლის მკურნალობის კურსს, რეკომენდაციას გასცემს გამომწვევ მიზეზზე დაყრდნობით. მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, მაგალითად, აუცილებელია დიაგნოსტირდეს რამ გამოიწვია დისკომფორტი.
ინფექცია გაქვთ თუ ქუთუთოს არეში გრძნობთ ტკივილს. ვარდისფერი თვალი ჩნდება ბაქტერიული, ვირუსული ან ალერგიული ინფექციის შედეგად. ჩირქი ან წებოვანი ფენა შესამჩნევია წამწამზე, თვალის კუთხეში.
მოერიდეთ მაკიაჟს ქალაზიონის დროს. ხელახლა დაინფიცირების პრევენციისთვის შეცვალეთ უკვე გამოყენებული ფუნჯი ან კოსმეტიკის სხვა ნივთი.
თვალის არეში ნებისმიერი ტიპის გაღიზიანების დროს უნდა მოერიდოთ კონტაქტურ ლინზებს.
როგორც წესი, ქუთუთოს არეში შეშუპება ქრება ერთ დღეში.
ქუთუთო შესაძლოა შეშუპდეს შემდეგი მიზეზების გამო:
- ალერგია;
- მწერის ნაკბენი;
- სითხის შეკავება;
- ტრავმა;
- უძილობა.
სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ ქუთუთოს შეშუპებას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც:
- თვალის ტკივილი;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- მხედველობა გაუარესდა;
- ლაქებს ხედავთ;
- უცხო სხეულის შეგრძნება თვალში;
- გიჭირთ თვალის ნორმალურად მოძრაობა.
წყარო: