წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოზე.
იცოდით რომ:
- თვალი ცხოვრების განმავლობაში ზომაში არც იზრდება და არც პატარავდება;
- ადამიანი თვალებს წუთში საშუალოდ 12-ჯერ ახამხამებს;
- მილიონობით ფერის დიფერენცირება შეუძლია;
- 100 მილიონზე მეტ უჯრედს შეიცავს და ყველა სენსიტიურია სინათლის მიმართ;
- ორგანიზმში ყველაზე სწრაფი კუნთია;
- მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული თვალის ფერი ყავისფერია;
- თვალების შიშს ომეტაფობია ეწოდება;
- ყოველი 8 კაციდან ერთს ფერთა უსინათლობა აქვს;
- ტვინი ინფორმაციის 80%-ზე მეტს მხედველობიდან ამუშავებს;
- თვალში არ არის ტკივილის ნერვები, შესაბამისად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სერიოზული დაავადება, თუმცა დისკომფორტი არ იგრძნოს - თვალის პათოლოგიის შესახებ ხშირად მაშინ იგებენ, როდესაც მდგომარეობა უკვე ღრმად პროგრესირებულია;
- მსუბუქი დაზიანების დროს თვალი მარტივად იკურნება, მაგალითად, 48 საათში მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია.
წყარო:
https://www.sweye.com/blog/optical-care/interesting-facts-about-eyes/