ნაზალური ალერგია

ნაზალური ალერგია

რა არის ნაზალური ალერგია?

თუ გაწუხებთ ცემინება, სურდო, ქავილი ან ცხვირის დახშობა, სავარაუდოდ, თქვენი დიაგნოზია რინიტი.

არსებობს ალერგიული და არაალერგიული რინიტი - სტატიაში მოგითხრობთ ნაზალურ ალერგიაზე.

ნაზალური ალერგია (ალერგიული რინიტი) ყალიბდება ალერგენების (ცხოველები, ობი, ყვავილის მტვერი) გამო.

ერთი შეხედვით უვნებელმა ნივთიერებამ სავსებით შესაძლებელია ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ალერგიული რინიტის მქონე პირებს ასევე აწუხებთ თვალიდან ცრემლდენა, აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სიცივის, მშრალი ჰაერის, სუნამოს სუნის, თამბაქოს მიმართ.

რინიტი შესაძლოა გახდეს ისეთი დაავადებების ხელშემწყობი როგორიცაა სინუსის თუ ყურის პათოლოგიები, ძილის დარღვევა.

სეზონური ალერგიული რინიტის მიზეზი ბუნებაში არსებული ალერგენებია, ხოლო ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სიმპტომების მიზეზი შიდა ინტერიერში, სივრცეში მდებარე გამღიზიანებლებია.

თქვენი დიაგნოზი შეიძლება იყოს როგორც მრავალწლიანი ალერგია (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ალერგია, რომელიც გაწუხებთ მთელი წლის განმავლობაში), ისე სეზონური - ზოგიერთ ადამიანს ორივე ტიპის ალერგია აქვს.

 

წყარო: 

https://www.kcallergycenter.com/nasal-allergies