ბლეფარიტი - რა იწვევს ქუთუთოს კიდეების ანთებას?

ბლეფარიტი - რა იწვევს ქუთუთოს კიდეების ანთებას?

ბლეფარიტი - სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები.

ბლეფარიტი თვალის გავრცელებული პათოლოგიაა. იგი ქუთუთოს შეშუპება და გაღიზიანებაა. ქრონიკული პროცესია, თუმცა არ არის გადამდები.

ბლეფარიტის დროს ქუთუთოს კიდეები წითლდება ან მუქდება, შუპდება, ქერცლით იფარება. როგორც წესი, ანთებითი პროცესი ვრცელდება ორივე თვალზე.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • შეშუპებული ქუთუთო;
  • წითელი, გაღიზიანებული თვალი, რომელიც იწვევს ქავილის ან წვის შეგრძნებას;
  • ქუთუთოსა და წამწამებზე ერთგვარი ფუფხები;
  • თვალებზე გროვდება აქერცლილი კანი;
  • ძლიერი ცრემლიანობა;
  • თვალების სიმშრალე;
  • თვალების ხშირი ხამხამი;
  • სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • წამწამების ჩამოცვენა.

გამომწვევი მიზეზებია:

  • მეიბომური (მეიბომის) ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
  • კანის პათოლოგიები;
  • ინფექციები.

რისკ-ფაქტორებია:

  • ანამნეზში დიაბეტი;
  • კონტაქტური ლინზები;
  • ქიმიკალები, მტვერი;
  • დიდ დროს ატარებთ მშრალ გარემოში;
  • კანზე ჭარბი მიკრობები გაქვთ;
  • მაკიაჟს საფუძვლიანად, სათანადოდ არ იშორებთ;
  • ცხიმიანი კანი;
  • მკურნალობთ ზოგიერთი მედიკამენტით;
  • მენოპაუზა;
  • ჰორმონული ცვლილებები.

ბლეფარიტის მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე - როგორც წესი, ინიშნება ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო ან იმუნური სისტემის გასაძლიერებელი მედიკამენტები.

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/10032-blepharitis