თუ ეს სიმპტომები გეცნობათ სასურველია ახალი დამატენიანებელი შეიძინოთ.
კანის მოვლის რუტინა ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია, მაგრამ ერთი რამ ყველას აერთიანებს - დამატენიანებელი. კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად დამატენიანებელს ცხიმიანი კანის მქონე ქალბატონებიც კი იყენებენ.
როგორც წესი, მომხმარებელთა უმეტესობა კოსმეტიკურ განყოფილებაში ერთსა და იმავე სახის მოვლის საშუალებას ყიდულობს; გავიწყდებათ, რომ კანის სტრუქტურა იცვლება სეზონისა და ასაკის შესაბამისად, ანუ კანს ყოველთვის ერთნაირი კრემი არ უხდება.
თქვენი საყვარელი დამატენიანებელი ეფექტური აღარ არის თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:
- მშრალი ან აჭრელებული კანი;
- ზედმეტი ცხიმი;
- გამონაყარი;
- არათანაბარი ტექსტურა;
- სიწითლე ან გაღიზიანება.
წყარო:
https://www.bebeautiful.in/all-things-skin/everyday/signs-you-are-using-the-wrong-moisturiser