კისრის რადიკულოპათია

კისრის რადიკულოპათია

რა არის კისრის რადიკულოპათია?

კისრის რადიკულოპათია არის მდგომარეობა, რომლის გამომწვევი მიზეზიც კისრის არეში რომელიმე ნერვის ფესვის კომპრესია და ანთებაა.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დიაგნოზი არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. აღნიშნული პათოლოგიისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებით ხშირია ზრდასრულებში.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი;
  • დაბუჟება;
  • ჩხვლეტის შეგრძნება;
  • კუნთების სისუსტე;
  • შენელებული რეფლექსები.

კომპრესია, შეკუმშვა ყალიბდება 2 ძირითადი მიზეზის გამო:

  • ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებები ხერხემალში;
  • დისკის თიაქარი.

რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკის მატება;
  • კისრის განმეორებითი მოძრაობები;
  • არ ვარჯიშობთ რეგულარულად;
  • სხეულის ცუდი პოზა;
  • ნივთებს არასწორად იჭერთ, ანუ ზედმეტად ტვირთავთ კისერს;
  • ტრავმა კისრის არეში.

კისრის რადიკულოპათიის შემთხვევათა 85%-ზე მეტი ყოველგვარი სპეციფიკური ჩარევის გარეშე იკურნება, 8-დან 12 კვირამდე ვადაში.

თუმცა მწვავე სიმპტომების შემთხვევაში ინიშნება რომელიმე მეთოდი:

  • იმობილიზაცია;
  • მედიკამენტები;
  • ფიზიოთერაპია;
  • კისრის არეში ეპიდურული სტეროიდული ინექცია.

როგორც წესი, ექიმები მკურნალობის კურსს იწყებენ არაქირურგიული მეთოდებით, თუმცა თუ სასურველი შედეგი არ დადგება ინიშნება ოპერაცია.

 

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22639-cervical-radiculopathy-pinched-nerve