პრევენციის მეთოდები.
ცხვირიდან სისხლდენას სამედიცინო ენაზე ეპისტაქსისი ეწოდება - ხშირია ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
ვიზუალურად, არასამედიცინო განათლების მქონე პირთათვის შემზარავად გამოიყურება, თუმცა კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში უმნიშვნელო დისკომფორტს წარმოადგენს, ანუ საშიში პათოლოგიის სიმპტომი არ არის.
ცხვირის ამომფენი ზედაპირი ბევრი პაწაწინა სისხლძარღვისგან შედგება - ზედაპირთან ახლოს მდებარე სისხლძარღვები ადვილად ზიანდება, ღიზიანდება.
ცხვირიდან სისხლდენის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი მშრალი ჰაერი, ცხვირის თითით გაღიზიანება, ალერგია და ტრავმაა.
ექიმს უნდა მიმართოთ თუ:
- ეპისტაქსისი ხშირად გაქვთ;
- შენიშნეთ ანემიის სიმპტომები;
- პაციენტი 2 წლამდე ასაკის ბავშვია;
- სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს იღებთ;
- სისხლის შედედების პრობლემა გაქვთ და სისხლდენა არ ჩერდება;
- ახალი მედიკამენტი დალიეთ და თვლით, რომ ცხვირიდან სისხლდენა წამლის გვერდითი ეფექტია;
- ცხვირიდან სისხლდენასთან ერთად შენიშნეთ უჩვეულო ჩალურჯებები.
პრევენციისთვის მოწოდებულია:
- ცხვირი დაიტენიანეთ;
- ღამით საძინებელში ჰაერის დამატენიანებელი გამოიყენეთ;
- ღია პირით დააცემინეთ;
- ნუ გამოიხოცავთ ცხვირს ხშირად და ძლიერად;
- ცხვირის ღრუში არაფერი ესაქმება არც თითს და არც სხვა რომელიმე უცხო სხეულს;
- თუ ცხვირიდან სისხლდენას მედიკამენტს აბრალებთ, ექიმს შეატყობინეთ წამლის გვერდითი მოვლენის შესახებ;
- ექიმის კონსულტაცია უნდა გაიაროთ თუ ვერ აკონტროლებთ ნაზალური ალერგიის სიმპტომებს;
- უარი უნდა თქვათ თამბაქოზე;
- აუცილებლად შეიმოსეთ დამცავი აღჭურვილობით თუ ისეთი საქმიანობა გიწევთ, რომლის გამოც მაღალია სახისა და ცხვირის ტრავმის რისკი;
- დააჭერით ბავშვს ფრჩხილები.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/13464-nosebleed-epistaxis