რა არის ქრონიკული ხველა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

რა არის ქრონიკული ხველა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ქრონიკული ხველა უფრო მეტია, ვიდრე დისკომფორტი და ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს.

ქრონიკული ხველის დიაგნოზი დასტურდება მაშინ, როცა ზრდასრული პაციენტი ახველებს 8 კვირა და მეტი, ხოლო ბავშვს ხველამ არ გაუარა 4 კვირის შემდეგაც კი.

ხანგრძლივი დროით ხველამ სავსებით შესაძლებელია გამოიწვიოს უძილობა და შესაბამისად, დაღლილობა, გულისრევა, ნეკნის მოტეხილობა. ზოგჯერ რთულია ხველის გამომწვევი მიზეზის პოვნა, მაგრამ ქრონიკული ხველის მიზეზად მედიკოსები ყველაზე ხშირად თამბაქოს მოხმარებას, ასთმას, ცხვირის ღრუდან ზედმეტი ლორწოს გადასვლას, მჟავა რეფლუქსს ასახელებენ.

გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისა და ადეკვატური მკურნალობის შემდეგ ქრონიკული ხველა იკურნება.

სიმპტომები

ქრონიკულ ხველას შეიძლება თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:

  • ცხვირის ღრუს დაცობა ან გამონადენი;
  • ისეთი შეგრძნება თითქოს ყელში სითხე მოძრაობს;
  • ხახის ლორწოვანი გარსის ანთება;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • გულძმარვა;
  • მჟავე გემო პირის ღრუში;
  • იშვიათ შემთხვევაში სისხლიანი ნახველი.

გამომწვევი მიზეზი

როცა იშვიათად ახველებთ სანერვიულო არაფერია, მაგრამ ქრონიკული ხველა ჯანმრთელობის პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ხანგრძლივი დროით ხველას ერთზე მეტი მიზეზი იწვევს და ქრონიკული ხველის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ცხვირის ღრუდან ლორწოს ჭარბი დოზით გადმოსვლა;
  • ასთმა;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება;
  • სხვადასხვა ინფექცია;
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • არტერიული წნევის საკონტროლო მედიკამენტები.

იშვიათად, მაგრამ ქრონიკული ხველის მიზეზი შეიძლება იყოს: ასპირაცია, ბრონქოექტაზია, ბრონქოლიტი, კისტური ფიბროზი, ფილტვის კიბო, სარკოიდოზი, არაასთმური ეოზინოფილური ბრონქიტი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ქრონიკული ხველის განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი თამბაქოა.

დიაგნოსტირებისთვის ექიმი გაეცნობა ოჯახურ ანამნეზს და დანიშნავს როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ კვლევებს.

 

წყარო:             

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chronic-cough/symptoms-causes/syc-20351575