როცა ადამიანი ბედნიერებას ასხივებს - ბედნიერების ფიზიკური ნიშნები

როცა ადამიანი ბედნიერებას ასხივებს - ბედნიერების ფიზიკური ნიშნები

როდესაც ორგანიზმი ბედნიერების ჰორმონებითაა გაჟღენთილი.

პოზიტიური გუნება-განწყობილება დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ბედნიერება? ეს არის ემოცია, რომელიც ყველა ადამიანს მინიმუმ ერთხელ მაინც გამოუცდია ცხოვრებაში. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და შესაბამისად, განსხვავდება მათი აღქმა ბედნიერების მიმართ - მაგალითად, თუ ერთი პიროვნება პოზიტივით ივსება კატებთან თამაშის დროს, მეორეს სამსახურში დაწინაურება ახარებს, ვისთვის საყვარელი ადამიანის კომპლიმენტია ღიმილის მიზეზი და ზოგისთვის საოცნებო ქვეყანაში მოგზაურობა.

ბედნიერების პირველი ფიზიკური გამოვლინება და უნივერსალური სიმბოლო ღიმილია - შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ ადამიანი, რომელსაც სიხარულისგან თვალები უბრწყინავს.

ბედნიერების გამოხატვის ერთ-ერთი გავრცელებული ნიშანი რამე პოზიტიური ჟესტი ან თუნდაც ჩახუტებაა.

ადამიანი ბედნიერებას გამოხატავს შემდეგი ფიზიკური ნიშნებით:

  • ღიმილი;
  • თითქოს თვალები იღიმის, ციმციმებს;
  • ჩამოწეული წარბი;
  • ღიმილის გამო მოჭუტული თვალი;
  • ღიმილის დროს ტუჩების ორივე კუთხე სიმეტრიულია;
  • სიცილისას თითქოს ლოყა ზევით იწევა;
  • რეალურად ბედნიერი და მომღიმარი თანამოსაუბრე არასდროს მალავს კბილებს.

 

წყარო: 

https://ongjason.com/what-physical-signs-happiness/