ციკლის დროს რეკომენდებულზე მეტ სისხლს კარგავთ თუ ეს ნიშნები გეცნობათ

ციკლის დროს რეკომენდებულზე მეტ სისხლს კარგავთ თუ ეს ნიშნები გეცნობათ

როგორ მივხვდეთ, რომ მენსტრუაციის პერიოდში ბევრ სისხლს ვკარგავთ?

ქალების უმეტესობა ციკლის დროს დაახლოებით 2-3 სუფრის კოვზის რაოდენობის სისხლს კარგავს; მძიმე პერიოდისას, ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში, სისხლის დანაკარგი ორჯერ მეტია.

ზედმეტად ბევრ სისხლს კარგავთ თუ გეცნობათ შემდეგი ნიშნები:

  • ტამპონის ან საფენის გამოცვლა გიწევთ ძილისთვის განკუთვნილ საათშიც კი;
  • საცვალზე გაჟონვისგან თავი რომ აირიდოთ ერთდროულად 2 საფენს იფენთ;
  • დიდი ზომის სისხლის კოლტები;
  • საფენი ან ტამპონი სისხლით მალევე იჟღინთება.

თუ თვლით, რომ ყოველი ციკლის დროს ბევრ სისხლს კარგავთ და ამის გამო გეზღუდებათ აქტიური ცხოვრების წესი ან შენიშნეთ ნებისმიერი უჩვეულო ცვლილება მენსტრუაციასთან დაკავშირებით, გაიარეთ გინეკოლოგის კონსულტაცია.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ კარგავთ დიდი რაოდენობით სისხლს ვაგინიდან ან სისხლდენას თან ერთვის შემდეგი სიმპტომები:

  • ფერმკრთალი ან წებოვანი კანი;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • გულისრევა;
  • თავბრუსხვევა;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • გულის წასვლის შეგრძნება;
  • ოფლი ვაგინის გარშემო.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/signs-youre-losing-too-much-blood-during-period#seeking-emergency-help