სისხლდენა თვალში - ჰიფემა, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზი

სისხლდენა თვალში - ჰიფემა, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზი

რა არის ჰიფემა?

თვალში სისხლდენას სამედიცინო ენაზე ჰიფემა ეწოდება. აუცილებელია დროულად იმკურნალოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პათოლოგიურ პროცესს თვალისა და მხედველობის დაზიანება შეუძლია.

სისხლდენის მიზეზია თვალში დარტყმა, მაგალითად, მხედველობის ორგანო შეიძლება დაიზიანოთ სპორტული ტრავმის დროს.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ ჰიფემა. ექიმი შეარჩევს მკურნალობის კურსს - უმეტესად, ექვემდებარება მკურნალობას სახლის პირობებში და იშვიათად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

თვალში სისხლდენისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა პაციენტთა უმეტესობა ბავშვია - სტატისტიკურად, პაციენტთა 70%-ზე მეტი პატარა ადამიანია.

ჰიფემას სიმპტომებია:

  • სისხლი თვალში;
  • თვალის ტკივილი;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ.

ჰიფემა შესაძლოა გამოწვეული იყოს ზოგიერთი დაავადების (დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლს) გამო:

  • ლეიკემია;
  • ჰემოფილია;
  • ნამგლისებრ-უჯრედოვანი დაავადება;
  • დიაბეტი.

ზოგჯერ ანტიკოაგულანტის გვერდითი მოვლენაა. იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ყალიბდება.

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22586-hyphema