სითბური დარტყმა

სითბური დარტყმა

რა არის სითბური დარტყმა?

სითბური დარტყმა ყალიბდება მაშინ, როდესაც სხეული გადახურებულია - ჩვეულებრივ, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს, მზეზე დიდხანს ყოფნის ან მზის გულზე ფიზიკური აქტივობის შედეგად ჩნდება.

სითბური დარტყმის დიაგნოზი გავრცელებულია ზაფხულში.

იგი ემერჯენსი მდგომარეობაა, ანუ სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება ტვინის, გულის, თირკმელისა და კუნთების დაზიანების რისკი. სერიოზული გართულებების და ფატალური შედეგის პრევენციისთვის აუცილებელია პირველივე სიმპტომების დროს პაციენტი მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.

დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • სხეულის მაღალი ტემპერატურა (სიცხე 40 გრადუსი ან მეტი);
  • დაბნეულობა, გაღიზიანება, მღელვარება, შეტევა, კომა, ჰალუცინაციები, არეული მეტყველება;
  • ოფლიანობა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • გაწითლებული კანი;
  • აჩქარებული სუნთქვა;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • თავის ტკივილი.

თუ ეჭვობთ რომ ადამიანს სითბური დარტყმა აქვს, გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება. ვიდრე სასწრაფო დახმარების გუნდს ელოდებით შეეცადეთ პაციენტი ფრთხილად გადაიყვანოთ ჩრდილში ან შენობაში, გახადოთ ზედმეტი ტანსაცმელი და სხეული შეძლებისდაგვარად გაუგრილოთ (გრილი შხაპი, დანიავება, სველი ქსოვილი, ცივი წყლის შესხურება და სხვა).

წყარო:   

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heat-stroke/symptoms-causes/syc-20353581