რა არის პიგმენტაცია?
თქვენი ორგანიზმი პიგმენტს სახელწოდებით მელანინს შეიცავს - სწორედ ეს პიგმენტი განსაზღვრავს კანის, თმისა და თვალების ფერს.
დისბალანსისა და სხვადასხვა დარღვევის გამო კანზე ყალიბდება სიჭრელე, ლაქები. კანის ფერი და სტრუქტურა ნორმალური, თანაბარია თუ კანის უჯრედები ჯანმრთელია.
უჯრედების დაზიანების ან არაჯანსაღი უჯრედების შემთხვევაში სხეული დამატებით მელანინს გამოიმუშავებს, კანის დაცვის მიზნით.
პიგმენტაცია ან ჰიპერპიგმენტაცია არაერთი მიზეზის გამო ყალიბდება. შედეგი უფრო თვალსაჩინოა ასაკის მატებასთან ერთად - მდგომარეობა მწვავდება თუ არ უმკურნალებთ ან კანს სათანადოდ არ დაიცავთ.
ჰიპერპიგმენტაციის გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- მზეზე დიდხანს ყოფნა;
- გენეტიკა;
- ჰორმონული ცვლილებები;
- ჯანმრთელობის პრობლემა ან ტრავმა კანზე.
წყარო: