მაღალი წნევა - არის თუ არა ჰიპერტენზია გენეტიკური და როგორ ამოვიცნოთ „ჩუმი მკვლელი“

მაღალი წნევა - არის თუ არა ჰიპერტენზია გენეტიკური და როგორ ამოვიცნოთ „ჩუმი მკვლელი“

მაღალი წნევა (მაღალი არტერიული წნევა, ჰიპერტენზია).

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) უსიმპტომო მიმდინარეობით გამოირჩევა და არანამკურნალებელ შემთხვევაში სახიფათოა. ჰიპერტენზიის ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება ინსულტის, გულის შეტევისა და სხვა პათოლოგიების რისკი.

მედიკოსები მაღალ წნევას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან ძირითადად, ორგანიზმში ისე პროგრესირებს რომ ადამიანი ვერაფერს ამჩნევს. მაგალითად, ზრდასრულთა ნახევარს წარმოდგენაც კი არ აქვს ჰიპერტენზიის მატარებელი რომ არის. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წნევის მონიტორინგი და განსაკუთრებით რისკ-ჯგუფში მყოფი პირებისთვისაა მოწოდებული სისტემატურად გაიზომონ წნევის მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ მაღალი წნევის დროს ჩნდება შემდეგი სიმპტომები:

  • თავის ტკივილი;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • სისხლდენა ცხვირიდან.

ჰიპერტენზია გავრცელებული დიაგნოზია - აშშ-ში ზრდასრულთა 47%-ს მაღალი წნევა აქვს. როგორც ექიმები აცხადებენ, მხოლოდ 2020 წელს 600 000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის მიზეზი მაღალი წნევით მიმდინარე გართულებები იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი ზრდასრული (30-დან 79 წლამდე პირები) ჰიპერტენზიის მატარებელია.

პირველადი ჰიპერტენზიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია და ყალიბდება რიგი ფაქტორების (არაჯანსაღი პროდუქტები, რაციონში დიდი დოზით მარილი, არააქტიური ცხოვრების წესი, ალკოჰოლის მიღება) კომბინაციის შედეგად.

მეორეული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს:

  • ზოგიერთი მედიკამენტი (გვერდითი ეფექტი);
  • თირკმლის დაავადება;
  • ძილის ობსტრუქციული აპნოე;
  • კონის სინდრომი;
  • ნარკოტიკი;
  • თირკმლის ვასკულარული დაავადება;
  • თამბაქო.

არის თუ არა მაღალი არტერიული წნევა გენეტიკური?

მეცნიერთა აზრით, გენები გარკვეულ როლს თამაშობს და თუ ახლო, ბიოლოგიური ოჯახის წევრების ანამნეზში ფიქსირდება, მაღალი არტერიული წნევის ჩამოყალიბების რისკი თქვენს ორგანიზმშიც არსებობს.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/4314-hypertension-high-blood-pressure