კისრის დაზიანების ნიშნები

კისრის დაზიანების ნიშნები

რა სიმპტომები ახასიათებს კისრის დაზიანებას?

კისრის ტკივილი გავრცელებული ჩივილია და დისკომფორტს არაერთი გამომწვევი მიზეზი აქვს. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში არ წარმოადგენს სერიოზული პათოლოგიის ნიშანს და სიმპტომი ქრება რამდენიმე დღეში.

კისრის დაზიანების შემთხვევაში პაციენტს ასევე აწუხებს შემდეგი:

  • თავბრუსხვევა;
  • გულისრევა;
  • საერთო სისუსტე;
  • დაბუჟება;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ცვლილებები მხედველობასთან ან სმენასთან დაკავშირებით.

ექიმს უნდა მიმართოთ თუ შენიშნეთ შემდეგი ნიშნები:

  • ძლიერი ტკივილი;
  • ტკივილი მწვავდება, მდგომარეობა არ უმჯობესდება;
  • სიმპტომი კვირაზე მეტია არ ალაგებულა;
  • გაქვთ სიცხე, ოფლიანობა და კანკალი;
  • გრძნობთ დაბუჟებას ან უჩივით ჩხვლეტას კიდურებში;
  • სისუსტე კიდურებში;
  • პრობლემები კუჭისა და შარდის მოქმედებასთან დაკავშირებით.

 

წყარო: 

https://www.healthdirect.gov.au/neck-pain