როდის უნდა გამოვიხეხოთ კბილები საუზმემდე თუ საუზმის შემდეგ?

როდის უნდა გამოვიხეხოთ კბილები საუზმემდე თუ საუზმის შემდეგ?

იზრუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.

დილით უზმოზე უნდა გამოვიხეხოთ კბილები თუ საუზმის შემდეგ?

აღმოჩნდა, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობისა და კბილის ემალის დასაცავად უმჯობესია კბილები საუზმემდე გამოვიხეხოთ.

თუმცა თუ გარკვეული მიზეზების გამო გირჩევნიათ ეს პროცედურა საუზმის შემდეგ ჩაიტაროთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაცია! საუზმის მირთმევიდან დაახლოებით 30-60 წუთი უნდა დაიცადოთ და კბილები მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ გამოიხეხოთ.

ამერიკის დენტალური ასოციაციის რეკომენდაციის თანახმად, ადამიანმა კბილები უნდა გაიხეხოს დღეში ორჯერ და თითო პროცედურისთვის უნდა გამოყოს სრული 2 წუთი.

გახსოვდეთ, ძილის დროს პირის ღრუში ნადების წარმომქმნელი ბაქტერია მრავლდება; სწორედ ამიტომ ბევრი თქვენგანი პირში შესაძლოა უსიამოვნო გემოს ან სუნს გრძნობდეთ, გაღვიძებისას. შესაბამისად, კარგი იქნება თუ გაღვიძებისთანავე, საუზმემდე მოიწესრიგებთ პირის ღრუს - კბილის გამოხეხვისას ამ მავნებელ ბაქტერიას იცილებთ და ნადების გაჩენის რისკსაც მინიმუმამდე ამცირებთ.

ამასთან, თუ კბილებს საუზმემდე გამოიხეხავთ ხელს შეუწყობთ ნერწყვის გამოყოფის პროცესს.

წყარო:

https://www.healthline.com/health/should-you-brush-your-teeth-before-or-after-breakfast