რა არის ძილის პარალიზი?
თქვენი დიაგნოზი ძილის პარალიზია თუ იღვიძებთ, მაგრამ ვერ მოძრაობთ და თითქოს საკუთარი სხეულის ტყვე ხართ.
ძილის პარალიზის ეპიზოდისას რეალურად ადამიანი იღვიძებს, ცნობიერება გამოფხიზლებული და აქტიურია, თუმცა სხეული კვლავაც პარალიზებულ ძილის ფაზაშია, შესაბამისად, ვერც მოძრაობას ახერხებს და ვერც საუბარს. უფრო მარტივი აღსაქმელი რომ იყოს წარმოიდგინეთ, რომ სხეული და გონება სხვადასხვა ფაზაშია, ანუ ერთს სძინავს და მეორე გამოფხიზლდა.
ხშირად, პიროვნებას აქვს ვიზუალური და აუდიო ჰალუცინაციები, რაც ძილის პარალიზისთვის დამახასიათებელ ისედაც უსიამოვნო სიმპტომებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
ძილის პარალიზი არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიას, თუმცა იწვევს შფოთვას და არაერთ სიმპტომს.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შემდეგი პათოლოგიების ნიშანია:
- დეპრესია;
- შაკიკი;
- ძილის ობსტრუქციული აპნოე;
- შფოთვითი აშლილობა;
- მაღალი არტერიული წნევა.
ძილის პარალიზის ძირითადი ნიშანი არის ის, რომ ადამიანს უჭირს სხეულის მოძრაობა გაღვიძების დროს.
ძილის პარალიზის ეპიზოდის დროს სავსებით მოსალოდნელია შენიშნოთ სხვა სიმპტომებიც, კერძოდ:
- ვერ საუბრობთ;
- გაქვთ შეგრძნებები და ჰალუცინაციები;
- ზეწოლა, წნევის შეგრძნება გულმკერდზე;
- სუნთქვის გაძნელება;
- ოფლიანობა;
- თავისა და კუნთების ტკივილი.
ადამიანთა უმეტესობას ძილის პარალიზი აქვს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ. თუ ეს შეგრძნება ქრონიკული ხასიათისაა და ხშირად გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
სპეციფიკური მკურნალობის კურსი უცნობია, თუმცა გარკვეული მეთოდებით სიმპტომების მართვა, ძილის ხარისხის გაუმჯობესება და შეტევის ეპიზოდების პრევენცია შესაძლებელია.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/295039#what-is-sleep-paralysis