რა არის ბრადიკინეზია?
ბრადიკინეზია სამედიცინო ტერმინია, რომლითაც განისაზღვრება რომ მოძრაობა შენელებულია. სავსებით მოსალოდნელია პაციენტს ასევე დარღვეული ჰქონდეს ავტომატური მოძრაობის უნარი. ბრადიკინეზია აისახება სახის გამომეტყველებაზეც.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- გიჭირთ კიდურების გადაჯვარედინება;
- თვალის იშვიათი დახამხამება;
- გიჭირთ წამოდგომა;
- მოძრაობისას თითქოს შეშდებით;
- ტაშის დაკვრა გიჭირთ.
ბრადიკინეზია აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ადამიანს გაცილებით მეტი დრო და ენერგია სჭირდება ყოველდღიური საქმიანობის შესასრულებლად. ბრადიკინეზიის მქონე პირები ხშირად ჩივიან კუნთების სისუსტისა და გაშეშების, დაჭიმულობის შესახებ.
ბრადიკინეზია ყალიბდება მაშინ, როდესაც ტვინში დოპამინის დონე ქვეითდება. დოპამინი ჰორმონი და ნეიროტრანსმიტერია - მისი ძირითადი ფუნქციაა ნერვულ უჯრედებსა და ტვინის კონკრეტულ უბნებს შორის სიგნალი გაგზავნოს. როდესაც დოპამინის მაჩვენებელი დაბალია, ნერვული უჯრედები ერთმანეთთან კომუნიკაციას ვეღარ ახერხებენ.
გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- პარკინსონიზმი;
- პარკინსონის დაავადება;
- ზოგიერთი ანტიფსიქოზური მედიკამენტი (გვერდითი ეფექტი);
- დემენცია;
- პროგრესირებადი ბირთვზედა დამბლა.
ბრადიკინეზიის პრევენციის მეთოდები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: