გულისრევის შეგრძნება დილით

გულისრევის შეგრძნება დილით

რა იწვევს გულისრევის შეგრძნებას დილით?

დილის ავადმყოფობა/დაავადება, რომელიც გულისრევასა და ღებინებას მოიცავს, გავრცელებულია ორსულებში ჰორმონული ცვლილებების ფონზე, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ეს სიმპტომები სხვა მდგომარეობის მანიშნებელიცაა.

გულისრევის დროს ადამიანს აქვს შეგრძნება თითქოს მასა უნდა ამოარწყიოს. სავსებით მოსალოდნელია გქონდეთ სხვა ნიშნებიც, კერძოდ: დიარეა, ოფლიანობა, მუცლის ტკივილი და სპაზმი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ დილის გულისრევა ხელს გიშლით ყოველდღიურ აქტივობებში და გამორიცხეთ ორსულობა, ანუ ეჭვი გაქვთ ორგანიზმში მიმდინარე სხვა პროცესზე.

ქრონიკული ან მწვავე გულისრევის შეგრძნება განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ამ სიმპტომებით ორგანიზმი სავსებით შესაძლებელია გაცილებით სერიოზულ პათოლოგიაზე განიშნებდეთ.

გულისრევის შეგრძნებას დილით შესაძლოა იწვევდეს:

  • ორსულობა;
  • დაღლილობა;
  • უძილობა;
  • ყურის ინფექცია;
  • შიმშილი;
  • შაქრის დაბალი დონე;
  • მჟავა რეფლუქსი;
  • შფოთვა;
  • ნაბახუსევი;
  • ბევრი მიირთვით;
  • საუზმეზე ისეთი საკვები ჭამეთ, რომელზეც ორგანიზმს ალერგია აქვს ან აუტანლობა;
  • გასტროპარეზი;
  • ნაღვლის ბუშტის კენჭები;
  • ტკივილგამაყუჩებელი;
  • ქიმიოთერაპია;
  • ტვინის შერყევა ან ტრავმა;
  • საკვებისმიერი მოწამვლა;
  • გასტროენტერიტი;
  • პეპტიკური წყლული;
  • შეკრულობა;
  • დიაბეტური კეტოაციდოზი.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/nausea-in-the-morning#causes